08:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 11:57:48, 522 ნახვა

პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა

პოლიტიკოსი ალექსი პეტრიაშვილი პარტია "დროას" შეუერთდა.

ამის შესახებ პეტრიაშვილმა პარტიების - "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" თავმჯდომარეებთან - ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია "დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს. "დროასთან" და "გირჩი-მეტი თავისუფლებასთან" ერთად, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად, შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში",- განაცხადა პეტრიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics