|
2024-06-17 09:47:50, 783 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას დამატებით 38.1 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ტრუდომ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე თქვა, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 52,4 მილიონი კანადური დოლარი - დაახლოებით, 38,1 მილიონი აშშ დოლარი იქნება. აღნიშნული დახმარების პაკეტიდან 15 მილიონი კანადური დოლარი (10,9 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში დაბრუნებული დევნილი ბავშვების რეინტეგრაციას, ომის დანაშაულის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამხედრო ტყვეების მხარდაჭერას და ა.შ. მოხმარდება. 20 მილიონი კანადური დოლარი (14,5 მილიონი აშშ დოლარი) დაზიანებული ენერგეტიკული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის შესაცვლელად დაიხარჯება. 15,4 მილიონი კანადური დოლარი (11,2 მილიონი აშშ დოლარი) გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს უკრაინას საჭირო ტექნიკური დახმარების შეძენასა და ტრენინგებში. გარდა ამისა, კანადის მთავრობა ასევე განახორციელებს 2 მილიონი კანადური დოლარის (1,5 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ოპერაციების მხარდასაჭერად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)