|
2024-06-16 14:10:21, 374 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველოში ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღეს „ლომთაგორა 2024" დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შპს „ფირმა ლომთაგორას" დირექტორმა კახა ლაშხმა მოწვეულ სტუმრებს ხორბლის მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიები, არსებული გამოწვევები და მიმდინარე სამუშაოები გააცნო. დარგის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხორბლის ენდემური სახეობები, ძველი ადგილობრივი ჯიშები, საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეულ 120-მდე დათესილი ხორბლის პერსპექტიული ფორმები და ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის სათესლე-სანერგეები დაათვალიერეს. მათ ლომთაგორას სადემონსტრაციო ნაკვეთებზე საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეულ პერსპექტიულ ფორმებში მცენარეთა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირება, დაავადებების მიმართ მდგრადობა და მაღალმოსავლიანობის განმაპირობებელი ელემენტები შეაფასეს. იმსჯელეს მიღებული შედეგებიდან საქართველოში ახალი ჯიშების დარეგისტრირებაზე. „მარცვლეული კულტურების განვითარების ხელშესაწყობად, აუცილებელია სექტორის მეცნიერული უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინტროდუცირებული სელექციური ახალი ჯიშების გამოცდა, დარაიონება და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება. ქართველი ფერმერებისთვის პრიორიტეტულ საკითხს ადგილზე წარმოებული ხორბლის ხარისხიანი სათესლე მასალის მიწოდება წარმოადგენს. მეთესლეობის ამ საკითხის გადასაჭრელად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობით, ლომთაგორა 30 წელზე მეტია ბაზარზე ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობას და მინდვრის კულტურების წარმოებას წარმატებულად ახორციელებს", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე მოინახულეს კომპანიის მფლობელობაში არსებული, 2013 წელს იაფი კრედიტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი ქარხანა და თესლის გადამამუშავებელი და საწმენდი თანამედროვე აგრეგატი. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის(CIMMYT) წარმომადგენელი ბეიჰან აკინი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ქობულეთის გენეტიკისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)