06:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 10:00:42, 348 ნახვა

საზოგადოება
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტა სერვისის მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics