|
2024-06-13 14:15:06, 730 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა
„თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანის დასაარსებლად- პასუხი არის ბათუმი", - ასე იწყებს European Best Destinations-ი ბათუმზე საუბარს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ევროპაში პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის სწორედ ბათუმს ასახელებს. ორგანიზაციის გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბათუმში არსებულ საგადასახადო შეღავათებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და მოქნილ ბიზნეს გარემოზე. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ European Best Destinations-მა 2024 წლის საინვესტიციო მიმართულებები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებთ დაასახელა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, კვადრატულ მეტრის ღირებულება, მზიანი დღეები რაოდენობა; უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე, სამეწარმეო თავისუფლებისა და ბედნიერების ინდექსები. „აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს გთავაზობთ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდგომ, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას. ამას ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი, ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეში და ინვესტიციის მაღალი ანაზღაურება (10-13% უძრავი ქონების და ტურისტული ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის)", - აღნიშნულია სტატიაში. აჭარის მთავრობის ცნობით, European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. "ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ორგანიზაციის რეიტინგებში ბათუმი არაერთხელ მოხვედრილა. ბათუმის ბიზნეს გარემოზე საუბრისას სამოგზაურო პორტალი უძრავი ქონების ფასებს, კომპანიების დაბეგვრის სისტემასა და ქონების გადასახადებს ეხება. „ბათუმში ბიზნესის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც კარის გაღება. არანაირი ფორმალობა, არანაირი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ფასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ევროპაში, 1000 ევრო კვადრატულ მეტრზე, ცენტრალურ უბანში, ცხოვრების ღირებულებისა და ევროპაში დანაშაულის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან ერთად (ბათუმში 25%, რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლონდონის 63%). ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის არსებობს მარტივი კანონი, ქონების გადასახადზე კომპანიების დაბეგვრა ხდება 1%-იანი განაკვეთით, ხოლო ხშირ შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0,05-დან 0,2%-მდე." European Best Destinations აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN - ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network - ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. სამოგზაურო პორტალის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებსა და გზამკვლევებს ტრადიციულად ისეთი პრესტიჟული მედიაგამოცემები აშუქებენ, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Wanderlust და სხვები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)