|
2016-02-15 15:50:14, 1354 ნახვა
მსოფლიო
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სიარიაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ 10 ადამიანი დაიღუპა და ჰოსპიტალი განადგურდა
სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ჰოსპიტალი, რომელთანაც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" თანამშრომლობდა, ავიაიერიშის შედეგად განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC იუწყება, ავიაიერიშის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. თუმცა, როგორც მონიტორინგის ერთ-ერთმა ჯგუფმა განაცხადა, პასუხისმგებელი რუსული საჰაერო ძალებია. აღსანიშნავია, რომ იერიშები საავადმყოფოზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც რუსეთი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხდნენ. ცნობისთვის, სირიაში ხუთწლიან ომს ამ დრომდე 250 000 ადამიანი შეეწირა. 11 მილიონზე მეტი მოქალაქე კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. პარალელურად, სირიის ჩრდილოეთში თურქეთი ქურთ მებრძოლებზე სარაკეტო იერიშებს უკვე მეორე დღეა განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)