08:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 12:15:02, 388 ნახვა

საზოგადოება
ზუკა ბერძენიშვილი - შენ თუ თავში არ გესროლოო - მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა

დღეს, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, 3 ადამიანიდან ერთ-ერთი, როდესაც დაგდებულს ურტყამდა, ეუბნებოდა - „შენ თუ თავში არ გესროლოო“.

„შენ თუ თავში არ გესროლოო - მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა, რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.

ვაი, თქვენს პატრონს, ბიჯებო. ყველა შენახული მყავხართ“, - წერს ბერძენიშვილი. 

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“  გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics