|
2024-06-10 16:19:19, 518 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019-2022 წლებში, თითქოსდა საცხოვრებელი ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით, ბრალდებული 51 მოქალაქის კუთვნილ - 3 023 176 ლარს მოტყუებით დაეუფლა. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ", მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად ძალაში დარჩა და ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)