11:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 13:38:22, 419 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს - მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია - ეს უნდა გამოასწოროთ

მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მოწოდებას.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემა მათ "არასწორ, უსამართლო" დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. 

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს, რომლებიც ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, ჩვენს მართლმადიდებლობას, რელიგიას ჩვენს ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ, საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე - და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით, დაფიქრდით", - განაცხადა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით, საზოგადოების პატივისცემისკენ მოუწოდეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics