11:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 11:43:37, 431 ნახვა

პოლიტიკა
საელჩო - ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელ X-ზე ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ბრიტანეთი „არჩევნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში", 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - წერს საელჩო.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics