14:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 14:01:46, 542 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

სამგორის #18-ში, მერთან ერთად,  მოადგილეები ლაშა აბაშიძე, გიორგი ლილუაშვილი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი  და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი იმყოფებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, სამგორის #18-ში, გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. 3000მ2 ტერიტორიაზე ეწყობა ბორდიურები, ასფალტის ახალი საფარის დასაგებად კი საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა. უგზოობის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ, როგორც სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს, ასევე, მოქალაქეებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს“, - აცხადებენ მერიაში.

„ორმოც წელზე მეტი ამ უბანში გზა არ არსებობდა და წელს ამ პრობლემას ვაგვარებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა, ასევე, ითხოვს, რომ შიდა ნაწილში დამატებით გავაკეთოთ გზის ერთი მონაკვეთი და რა თქმა უნდა, ამასაც წლევანდელი სამუშაოების ნუსხაში გავითვალისწინებთ და გავაკეთებთ. გარდა ამისა, გამგეობა გააკეთებს ბავშვთა სათამაშო მოედანს და ეს უბანი გაცილებით საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტული გახდება აქ მცხოვრებლებისთვის“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საგზაო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „ორბიტა“ აწარმოებს. პროექტი იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics