|
2024-06-04 14:06:03, 411 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ტერორის შესახებ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს
ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, პარტნიორებმა უშუალოდ ნახეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, რომელსაც "თავს დაესხა ბანდიტური ჯგუფი, რაც პარტნიორებში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს". "საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების ოფისში, სამოქალაქო აქტივისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მათ ნახეს უშუალოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, რომელიც გახდა ბანდიტური დაჯგუფების თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დღის წინ, რამაც გამოიწვია კონკრეტული დაზიანებები, როდესაც აქ იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შვილთან ერთად და ბუნებრივია, ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რაც გახდა სწორედ საფუძველი იმის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უწევთ საუბარი ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაწესდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას წაართვან ევროატლანტიკური მომავალი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)