|
2024-06-03 13:59:14, 449 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული
როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით. კალაძის განცხადებით, „არანაირი სანქციები არ იქნება". „პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე გამოიცეს სანქციები, როდესაც იღებ კანონს შენს ქვეყანაში. ხომ წარმოუდგენელია უბრალოდ. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ, პარნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამ შემართებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისა და ევროპული მომავალისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)