20:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-02 15:54:12, 500 ნახვა

მსოფლიო
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews-ი ავრცელებს. 

როგორც მედია იტყობინება, 67 წლის აჰმადინეჯადმა რეგისტრაცია დღეს, 2 ივნისს გაიარა.

რეგისტრაციის შემდეგ მან განაცხადა, რომ გააუმჯობესებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ყველა ერთან.

აჰმადინეჯადი 2005 წლიდან 2013 წლამდე ორჯერ იკავებდა ირანის პრეზიდენტის თანამდებობას. პრეზიდენტობის პერიოდში ის, ანტისემიტური გამონათქვამების გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს. აჰმადინეჯადი ასევე უარყოფს ჰოლოკოსტს და აცხადებს, რომ ირანში ლგბტ პირები არ არიან.

ცნობისთვის, ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს არის დაგეგმილი. არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics