|
2024-06-01 11:52:12, 574 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახური - ცეცლხსასროლი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავი დავაკავეთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ. ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება წარმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული. სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)