|
2024-05-31 12:02:01, 332 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას. ,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიასთან ჩვენი შეხვედრიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ China Southern-ი თბილისიდან ფრენის სიხშირეებს ზრდის და ამას რა თქმა უნდა ხელი, ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ შეუწყო. ყოველდღიური ფრენები და უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდაში. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდან და პირველ რიგში, ერთმანეთთან დედაქალაქები დავაკავშიროთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. China southern airlines-მა იანვარ-აპრილის პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 45 რეისი შეასრულა და 10,087 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. 2024 წლის 28 მაისიდან კი ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ღამით თბილისიდან ურუმჩიში ავიაკომპანია China Southern-მა პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
ტატა ხვედელიანი ოცნებას: თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)