22:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 10:13:12, 342 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ამ კუთხით არსებული პროგრესი გააცნეს და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

"საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებსაც. 

უწყების წარმომადგენლების განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება.

რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა.

საერთაშორისო პარტნიორებმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონეს და განაცხადეს, რომ პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

თავის მხრივ, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ, სამინისტროს სახელით, უცხოელ კოლეგებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics