|
2024-05-11 21:19:09, 588 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
"რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს". "კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს არ სჭირდება, უნდა იყოს გაწვეული. ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ, ძალადობაზე არიან გადასულები. რა მოსატანია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება, როდესაც ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, სახლში აწიოკებენ, პენსიონერ დედ-მამას, მცირეწლოვან ბავშვებს, მეუღლეებს. ხალხს სახლთან ხვდებიან ჩასაფრებით და სცემენ, აგონიაში არიან, რადგან ხელისუფლებას კარგავენ და აუცილებლად დაკარგავენ, რადგან ხალხთან არიან დაპირისპირებაში... "რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან",- აცხადებს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)