|
2024-05-10 01:15:44, 538 ნახვა
სამართალი
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
TV პირველის ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც მელაძემ თქვა, მანქანაში ნიღბიანი პირები ისხდნენ. "მეორე მანქანა წინ გაიქცა, რომელიც იყო BMW, რომელსაც გაურკვეველი ნომერი ჰქონდა. ამ პერიმეტრზე დგას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომ გაიქცნენ კამერები დააფიქსირებდნენ მათ ნომრებს. ქვეყანაში შექმნილი ითარებიდან გამომდინარე, ეს არის მყისიერი საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი სიცოცხლე არის საფრთხეში ამ წუთებში, შესაბამისად, მოვითხოვთ, მყისიერ რეაგირებას შსს-დან, რადგან მათი მოვალეობაა არის ეს. მეორე, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ბატონი კარლო კაციტაძის უწყებას, რომ ეს არის საჯარო განცხადება და ამ წუთებში აის მყისიერი საფრთხე. ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ტვ პირველში - ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ იმიტომ, რომ პირველი, 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული და მეორე, მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს-ის დეპარტამენტის დირექტოერი, შესაბამისად, ამწუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები" - ამბობს ნოდარ მელაძე. TV პირველის ეთერში კადრები გაუშვეს, რომლებშიც ჩანს, როგორ მიდის ნოდარ მელაძე მანქანებთან და ეკითხება, რატომ არიან იქ. კითხვების დასმის შემდეგ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)