|
2024-05-09 23:47:54, 516 ნახვა
სამართალი
ტიტუშკები თავს დაესხნენ ჩელე ყურიას და ნოდარ ჩაჩანიძეს
ბორის "ჩელე" ყურუას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გირჩის წარმომადგენლები ავრცელებენ. "მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაც ეჭირა და მომერივნენ. ძაან ცუდად იმალებოდა, მე მიცდი შე ბოზოთქო - დავუყვირე და დამალულებიც გამოხტნენ", - წერს ყურუა სოციალურ ქსელში. ამასთან თავს დაესხნენ, პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ. "ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ. სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ველოდებით ამათ. ვიცი, რომ ჩელეც, ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ. მეც დამხვდნენ სახლთან. თუმცა სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა, ესე მგონია, უკეთ ვიქნები წავიქეცი და რამდენიმე წამში, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. უბრალოდ ვყვიროდი, რომ გაეგონათ ხმა სხვებს და ვიღაცას ხმა ამოეღო იმიტომ რომ სინათლე იყო და ხალხი იდგა, ვერც შეძლეს დიდხანს ამ ჩხუბის გაგრძელება. მე მგონი, სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი", - ამბობს ჩაჩანიძე. ორი დღეა ტიტუშკები თავს ესხმიან ოპოზიციის წარმომადგენლებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)