20:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 11:26:52, 5642 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის საშობაო კონცერტი გაიმართა

თავდაცვის უწყების თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა.

ღონისძიება თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის სახელით, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართა.

საშობაო კონცერტი თავდაცვის სამინისტროს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენებით დაიწყო.

სამხედრო მუსიკოსებმა შტრაუსის, ჩაიკოვსკის, გლენ მილერისა და სხვა კომპოზიტორების სადღესასწაულო თემატიკასთან დაკავშირებული კომპოზიციები შეასრულეს. მუსიკალურ კომპოზიციებს  მხატვარი ნონა გიუნაშვილი  ქვიშის არტით აფორმებდა. მუსიკალურ დასს დირიჟორობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა გაუწია. ღონისძიებაზე რამდენიმე კომპოზიცია  საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა სამხედრო ორკესტრთან ერთად შეასრულა.

შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღამოს  თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლები დაესწრნენ. კონცერტზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის, Cubic-ის ჯგუფისა და ODC-ის (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics