|
2016-02-12 12:37:28, 1300 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ISIS სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს
ISIS სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს, - აღნიშნულ ინფრომაციას "ბიბისი" აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ბრენანის განაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ბრენანი თავის განცხადებაში ამბობს, ტერორისტულ დაჯგუფებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქიმიური იარაღი აწარმოოს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბრძოლის ველზე ქიმიური იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ბრენანმა. როგორც ჯონ ბრენანმა აღნიშნა, ისლამისტებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებში ქიმიური იარაღის ექსპორტიც სცადონ, რაც მათ შესაძლებლობებს არ აღემატება. "ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო ხაზების და კონტრაბანდის გზების პრევენცია, რომელსაც ისინი იყენებენ", - განმარტა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)