|
2024-05-01 14:14:11, 462 ნახვა
სამართალი
იმერეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. ჩოგან ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. "თევზჭერისას ასევე ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდა მოქალაქე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მხინარე კოხზე. სამართალდამრღვევებს, ჯამში, 4 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული. ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)