|
2024-04-29 22:14:52, 407 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ ვემსახურებით არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს
რასაკვირველია ჩვენი ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე, მაგრამ როგორც ვიცით ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას,- ამის შესახებ პარლამენტთან გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, „დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ეგრეთ წოდებული შენიღბული ჯალათები, მკვლელები და მჩაგვრელები ცდილობენ ახალგაზრდებს და ბავშვებს ამოფარებულები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გასატარებლად". „დღეს ეს ძალები ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ებრძვიან ჩვენს სიმართლეს, ებრძვიან გამჭვირვალობას. მათ სურთ, დაანგრიონ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები. ისინი თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდით, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, აიძულებენ ქვეყნებს და ერებს ასეთი სიახლეები მიიღონ და დააკანონონ, რითაც ცდილობენ ადამიანი მოწყვიტონ საკუთარ ფესვებს. ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ჩვენი რწმენაა. სწორედ ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური ფასეულობებია. რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“. „დღეს, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მკაფიოა - ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა. დღეს, კიდევ ერთხელ აქ ჩვენ ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. დაე, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)