2016-02-11 15:30:16, 381 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" (AECR) პრეზიდენტს იან ზარადილს, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს რიზარდცარენსკის და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს რიჩარდ მისლომის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულებისმნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსმა" საქართველოს პრემიერ–მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან