|
2024-04-24 10:48:44, 774 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, წელს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრისა და მაგისტრატურის 11 სტუდენტი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახდა. „სტიპენდიატებს ვახტანგ მაისურაძემ დამსახურებული და ღირსეული ადამიანის სახელობითი სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სტიპენდიანტები გახდნენ: ქეთევან გიგაური, ტატო ბეჟიტაშვილი, მარიამ პატაშური, ლედი ონეზაშვილი, ნინო ბიძინაშვილი, გიგა გიგილაშვილი, თინათინ ნავროზაშვილი, ანი ოთარაშვილი, შორენა მალაციძე, ელისო წერეთელი და სალომე მიდელაშვილი. როგორც შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მათთვის არ ამხოლოდ ფინანსური და მორალური მხარდაჭერაა, არამედ თითოეული მათგანისთვის დიდი მოტივაციაა. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (99 – 100 ქულა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია ენიშნებათ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)