14:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 12:22:47, 344 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს  ECO.Georgia, რომლის უმთავრესი მიზანი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაა. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებასაც, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს ტყის მერქნული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისა და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა მიდგომამ ტყეზე ზეწოლა და დეგრადაცია უნდა შეამციროს.  

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შეიმუშავა დამზადებული ხე-ტყის დახარისხების მოქნილი მექანიზმი და მოამზადა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. ახალი მექანიზმი, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს ხე-ტყის მდგრად გამოყენებას და ამასთანავე ალტერნატიული საწვავის რესურსების წარმოების განვითარებას“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics