17:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 11:00:29, 323 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics