|
2024-04-18 14:02:03, 747 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება საქართველოში მოქმედი საჯარო ორგანიზაციების მაქსიმალურ გამჭვირვალობას
ეს კანონი ემსახურება საქართველოსი ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, „აქ საუბარია, არასამთავრობო სექტორზე, მათ შორის მედიის საშუალებებზე, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. შესაბამისად, ეს კანონი ეფუძნება ქვეყნის ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს, სუვერენიტეტს". „ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში და შესაბამისად, იქნება მიღებული ეს კანონი. იცით, რომ ძალიან მალე დაიწყება მუხლობრივი განხილვა, შემდეგ დღეებში ყველას მიეცემა საშუალება ჩაერთოს და ასევე, იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული მაქსიმალურად არგუმენტებზე დაფუძნებული ფართო მსჯელობა გამართულიყო, თუმცა, ამ შემთხვევაში მეორე მხრიდან, ვისაც შესაბამისი შენიშვნები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, არ მოხდა ამ დისკუსიაში ჩართვა. ჩვენ ვნახეთ განცხადებები არაერთი ინსტიტუტისგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კანონი ემსახურება საქართველოში ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქნება საფუძველი, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. თქვენგან მოულოდნელად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კანონშემოქმედებითი საქმიანობაც და ყველა უნდა მოემზადოთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით მოხდეს ყველა შემოსავლის დეკლარირება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან საუბრისას.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)