|
2024-04-18 11:54:54, 720 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული პირი კარგად გაერკვეს ამ კანონის მნიშვნელობაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები, წლის ჭრილში ადეკლარირებდნენ იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან". „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა დაინტერესებული პირი გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან და შესაბამისად, ამ საერთო მიზანს ემსახურება - მეტ გამჭვირვალობას. როგორც მოეთხოვება მთავრობას გამჭვირვალობა, ასევე ყველას, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიურად ახდენდეს ამ შემოსავლების დეკლარირებას. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გრანტებით და სხვა დახმარებებით ახორციელებენ მათ საქმიანობას, იღებენ განათლებას, თუმცა, არსებობს მთელი რიგი ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლის განმავლობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მალავს ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის საფუძველზე დარეგულირდეს მათი შემოსავლები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)