|
2024-04-18 11:32:33, 809 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე დუბაის საერთაშორისო ფესტივალის, სახელწოდებით ASTANA STARS მონაწილე გოგონათა ბენდ "117"-ს შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გოგონათა ბენდს 11-18 წლის კატეგორიაში - II ადგილის დიპლომი გადაეცა. "ფესტივალში რამდენიმე ქვეყნის ინსტრუმენტალური, ვოკალური, ქორეოგრაფიული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი, ანსამბლი და სოლო შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი "117", კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობით.
ფესტივალი ოფიციალურად 13 აპრილს გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი გაიმართა. ბენდი "117" 2022 წელს ჩამოყალიბდა და მის რეპერტუარში შედის როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები. ბენდთან ერთად, დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე და ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)