|
2024-04-12 19:34:10, 757 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხელვაჩაურისა და ბათუმის ოჯახის ექიმებს შეხვდა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის/სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვება. აღნიშნული სერვისი თავის მხრივ უზრუნველყოფს, როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მოცვას, ასევე დროულ მომსახურებას იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ამბულატორიულ პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ოქსიგენოთერაპია", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნჟარაძემ. ვრცლად პროგრამის შესახებ - https://shorturl.at/kstHY
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)