22:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 14:51:14, 334 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

რიგით მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გრიგორ მინასიანთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებაზე რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებაზე.

„კეთილგანწყობაზე დაფუძნებული ინტენსიური ურთიერთობით შევძლებთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადამიანებს შორის კონტაქტების კიდევ უფრო მეტად გამარტივებას და ეკონომიკისთვის ხელშეწყობას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივად მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინოვაციებზე იუსტიციის სამინისტროების ფარგლებში. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მინისტრებმა განიხილეს ახალი ინიციატივები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციათა ფუნქციონირებას ეროვნულ დონეზე და გაამყარებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ეფექტიანობას რეგიონში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ერევანში 11-12 აპრილს იმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics