|
2015-02-12 10:39:47, 1858 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: არსებულ სიტუაციაში რეფინანსირების განაკვეთის მცირეოდენი ზრდა, ადეკვატური ნაბიჯია
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთის მცირეოდენი ზრდა ადეკვატური ნაბიჯია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია წინასწარ ქონდა. „მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს მონეტარული პოლიტიკა და მისი ინსტრუმენტები გამოიყენოს. ეროვნული ბანკი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რა მდგომარეობაა სავალუტო ბაზარზე და გამომდინარე აქედან მიიღო გადაწყვეტილებები. ამ საკითხზე წინასწარ გვქონდა განხილვა და ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ამ ინსტრუმენტებს გამოიყენებდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ამის შეფასება, ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი კუთხით ვერ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მას გააჩნია კონკრეტულად ეს ინფორმაცია. რაც შეეხება რეფინასირების განაკვეთის მცირეოდენ ზრდას, ეს ადეკვატური ნაბიჯია ამ სიტუაციაში ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად დაასტაბილურა სავალუტო ბაზარი და ეს გაცვლით კურსზეც აისახა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)