03:24 - 19 Aug, 2026
|
2024-04-10 11:12:25, 677 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასა და მიკოლაევში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა - არიან დაშავებულები
რუსეთმა დილით ოდესის ოლქის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე მიკოლაევის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში სატრანსპორტო საწარმოს 2 თანამშრომელი დაშავდა. თავდასხმების გამო კერძო სახლი და რამდენიმე მანქანაც დაზიანდა. სამხრეთ თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის ოლქში "შაჰედის" ტიპის 2, ხოლო მიკოლაევში 12 ჩამოაგდეს. მიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორზე მიყენებული დარტყმის გამო, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა, თუმცა ელექტრომომარაგების აღდგენა მალევე მოხერხდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)