|
2024-04-09 14:53:49, 667 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. "დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, თავდადებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო. ტრაგიკულია ეს დღე, ამავე დროს არის ჩვენი თავმოყვარეობის და სიამაყის დღე. ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ახალგაზრდები შეეწირნენ. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში, გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)