|
2024-04-09 12:05:16, 645 ნახვა
რეგიონი
კასპში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
კასპში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში შიკრიბნენ და 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავი აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეკრებილებმა მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „მამა რომანოზმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მოვლენები, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორ წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)