07:31 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 14:35:26, 505 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სს „სილქნეტის" კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის  - სს „სილქნეტის" კუთვნილ ვებ-პლატფორმაზე უნებართვო შეღწევის გზით, კომპანიის მომხმარებელთა მიერ სიმბარათის შეძენის, ცვლილების ან პორტირებისას საკუთარი პიროვნების ვერიფიცირების მიზნით გამოყენებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics