11:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 16:21:05, 662 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ მარი ზანაქიძესთან ერთად, სამინისტროს პროგრამების შესახებ ინფორმირების მიზნით, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებთან და მენეჯერებთან შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამინისტროს პროგრამების შესახებ მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, მორიგი შეხვედრა გამართა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებთან და მენეჯერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკა ჩართულია სამინისტროს შემდეგ პროგრამებში - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, სახსრების ენდოპროთეზირება, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პედიატრიულ განყოფილებაში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო.

"სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, როგორც სამინისტროს პროგრამების შესახებ მოსაზრებების გაცვლა და პროგრამების დახვეწის მიზნით სამომავლო ხედვებზე მსჯელობა, ასევე ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს. მსგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი აქვს, რათა მოქალაქეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნეს ასახული ჩვენს პროგრამებში“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს, 25 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, გაიზარდა თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. დაიწყო დაფინანსება ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების და მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული მკურნალობა მაღალეფექტური მედიკამენტებით.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე დაიწყო მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება პედიატრიული დეპარტამენტი, დიალიზის ცენტრი, ასევე N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობები და მოხდება ფტიზიო-პულმოლნოლოგიური დეპარტამენტისთვის შენობის რეაბილიტაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics