04:13 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 19:56:39, 676 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება

უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა სასწრაფოდ სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა.

„აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა“, - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics