04:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 16:53:06, 383 ნახვა

საზოგადოება
112-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

"თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლებს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით შესაბამისი სწავლება ჩაუტარდებათ.

შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა „112“-ის დირექტორს თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics