|
2015-02-12 10:31:32, 1872 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში ყველაზე მაღალია, თუმცა გაცილებით მეტი ამბიციები გვაქვს
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ყველაზე მაღალი არის რეგიონში, ცხადია ამასთან დაკავშირებით ჩვენ უფრო მეტი ამბიციები და უფრო მეტი საჭიროებები გვაქვს“,-ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო შეთანხმებულად მუშაობენ, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს. „ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელება უნისონში იყოს იმისთვის, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ როგორც ჩვენ, ისე ეროვნულმა ბანკმა და ხელი შევუწყოთ მოკლევადიან პერიოდში სტაბილურობას და ინფლაციის თავიდან აცილებას. ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და შესაბამისი უწყებები ვმუშაობთ, იმისათვის, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, ცხადია ამასთან დაკავშირებით ჩვენ უფრო მეტი ამბიციები და უფრო მეტი საჭიროებები გვაქვს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)