|
2024-04-01 17:15:20, 689 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძემ და გიორგი არსოშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,112"-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, 112 აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს. "მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება სერვის პლიუსის და სტრესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ასევე სხვა იმ სერვისებთან დაკავშირებული ტრენინგების, რომელიც მგზავრთან ურთიერთობისას არის საჭირო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-თან ჩვენი თანამშრომლობა არის პრეცედენტული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრის ხელმძღვანელობას ამ თანამშრომლობისა და შესაძლებლობისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ მსგავსი ფორმატით ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. სასწავლო ტრენინგები სერვის პლიუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის ჩატარება იგეგმება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)