14:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-23 01:21:48, 739 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პირველი რეაქცია: ისინი უკრაინას ადანაშაულებენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორი ესმით და ძალას ძალით უნდა დაუპირისპირდეს.

„თუ დადგინდა, რომ ესენი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები, შეუძლებელია მათთან და მათ იდეოლოგიურ ინსპირატორებთან სხვაგვარად მოქცევა. ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე“, - წერს ის.

„დეგენერატები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ამაზრზენი ტერაქტი, უნდა განადგურდნენ“, - შეუერთდა მას სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პირველად ისაუბრა Crocus-ის სტუმრებზე თავდასხმის შესახებ, მას ციტირებს რამდენიმე რუსული საინფორმაციო სააგენტო.

პესკოვის თქმით, პუტინი სროლის დაწყების შესახებ მისი დაწყებიდან პირველ წუთებში იყო ინფორმირებული. პესკოვმა დასძინა, რომ პუტინი მუდმივად იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება და რა ზომებია მიღებული ყველა შესაბამისი სამსახურის მეშვეობით. მან მისცა "ყველა საჭირო მითითება".

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მომხდარს სისხლიანი ტერაქტი უწოდა - მთელი მსოფლიო საზოგადოება, მისი თქმით, ვალდებულია დაგმოს ეს საზარელი დანაშაული.

მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ს წარმომადგენლების სიტყვებზე, რომ მომხდარში უკრაინა არ მონაწილეობდა. ზახაროვამ განაცხადა, რომ თეთრ სახლს არავის აქვს ინდულგენციის მიცემის უფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics