|
2024-03-22 21:26:58, 929 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს დანით 3 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან დაზიანება კიდევ ერთ პირს, კერძოდ მეუღლის არასრულწლოვან ნათესავს მიაყენა. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)