|
2024-03-22 15:29:39, 1229 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება
"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძება Ripple Space-ში გაიმართება. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და მისი სპეციალური სტუმარი "საქართველოს ბანკის" პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება. მარი ტრადიციული თამაშების ინდუსტრიის გარდაქმნის პროცესზე ისაუბრებს და აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. პანელური დისკუსიის შემდეგ, ნეთვორქინგის სივრცეში, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთისთვის ხედვებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, ახალი კავშირების დამყარებას შეძლებენ. „მოხარულები ვართ, რომ "საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერით Startup Grind - ის ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართება. ჩვენ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ, რითიც ბიზნესებს განვითარებასა და გაძლიერებაში ვუწყობთ ხელს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების რეგიონებში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებს უწყობს ხელს და როგორც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ისე მეწარმეებს, საშუალებას აძლევს დაამყარონ მჭიდრო კავშირები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. მარტი ქალთა თვეა და სწორედ ამიტომ, Startup Grind - ის სპეციალური მოწვეული სპიკერი მარი გიორგობიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ მარი "საქართველოს ბანკის" პროექტ 500 Georgia - ს მონაწილეა და ის დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას იურისტობიდან - სტარტაპერობამდე გაუზიარებს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, რისთვისაც შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)