16:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 17:11:27, 575 ნახვა

მსოფლიო
გვარამია - ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რელევანტური არ არის - შეიძლება, არც მე და არც მელია არ ვიყოთ

როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, - ასე ეხმაურება "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მმართველი პარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, პარტიაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე შიდა დაპირისპირებებია.

როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, მასსა და ნიკა მელიას შორის არ ყოფილა განხილვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის თაობაზე და ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნული თანამდებობა არცერთმა არ დაიკავოს.

"როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, როგორ იქნება. საერთოდ, მე და მელია, შეიძლება, არც ერთი არ ვიყო. ეს არც იხილება აქ, არავითარი ამგვარი საკითხების დრო არ დამდგარა. გასაგებია, რომ ეს "ქართულ ოცნებას" ასე ესმის იმიტომ, რომ თვითონ მხოლოდ თანამდებობების დანაწილებისთვის იბრძვიან და ეს თანამდებობებიც იმიტომ უნდათ, რომ საქმე კი არ გააკეთონ, არამედ ფული გააკეთონ. გასაგებია, ამ ხალხის პოზიციები და ნაკლებად საინტერესო. 

ზოგადად, აქტუალიზაცია მოხდა "ახალის" თემის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც და ეს კარგია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "ახალი" არის მძიმეწონიანი მოთამაშე მიუხედავად იმისა, რომ ახალია. ძალიან მძიმეწონიანი მოთამაშეა, კარგია მეგობრებო, ილაპარაკეთ სულ ჩვენზე, ჩვენ ეს გვაწყობს", - განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics