|
2024-03-21 16:44:12, 1226 ნახვა
რეგიონი
ზვარის საჯარო სკოლაში ტრენინგი, თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება“ გაიმართა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის 2024 წლის გზავნილია: ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები. ეს დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ზვარის საჯარო სკოლაში ტრენინგი, თემაზე "დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება" გაიმართა. შეხვედრას საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ტრენინგს მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა. მოსწავლეები შეურთდნენ ჭრელი წინდების კამპანიას და შეხვედრის დასასრულს ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას ქედის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)