|
2024-03-20 16:02:32, 1204 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ბესკო" ამ ეტაპზე წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. "სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. გზის რელიეფი მკვეთრად ფერდობიანია, სარგებლობს 30 ოჯახზე მეტი და პარალელურად მიმდინარეობს განაშენიანება. გზა გადაადგილებისას არის საშიშროებისშემცველი, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. პროექტის დასრულება, გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)