|
2024-03-19 16:40:22, 930 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა ჰოლდინგს“ Citi Bank-ის დელეგაცია ეწვია
წამყვანი გლობალური ბანკის Citi Bank -ს დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრას Citi Bank-ის ცენტრალური აზიის და კავკასიის კორპორატიული საბანკო მიმართულების დირექტორი ჯეისონ ზულო, CEEMEA რეგიონის კაპიტალის ბაზრების დირექტორი დიმიტრი კონონოვი და სანა მეჰრა, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ჰოლდინგის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა კომპანიის მიერ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე განხორციელებული ემისიების დეტალებიც განიხილეს. „თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა, განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ კი 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარში გამოშვება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე პრეცედენტული ემისიების განხორციელება და ინვესტორთა მხრიდან მაღალი დაინტერესება კომპანიის საერთაშორისო განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო ექსპერტებთან განვიხილეთ მაკროეკონომიკური ტენდენციები, რაც ჰოლდინგის მიერ სწორი გადაწყვეტილებისა და დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მასშტაბური გეგმები გვაქვს და მათ გავაცანით თეგეტა ჰოლდინგის ხედვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ოფიციალური ვიზიტები და ექსპერტთა აზრის გაზიარება“. საერთაშორისო ბაზრების დინამიკის, მოლოდინებისა და მოთხოვნების განხილვის შემდეგ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა ექსპერტებმა კომპანიის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)